3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

UN: ისრაელმა 24 საათის განმავლობაში ღაზის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოითხოვა

პოპულარული

ისრაელმა 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოითხოვა. ინფორმაციას გაეროს სპიკერი სტეფან დუჟარიკი ავრცელებს.

ისრაელის შეიარაღებული ძალების მოთხოვნით, მოსახლეობა სამხრეთ ღაზაში უნდა გადავიდეს.

დუჟარიკის თქმით, ამ ტიპის მიგრაცია ერთ მილიონზე მეტს ადამიანს მოიცავს და ეს “დამანგრეველ ჰუმანიტარულ შედეგებს”გამოიწვევს. ამასთან, გაერომ ისრაელს მოუწოდა ბრძანების გაუქმებისკენ.

ისრაელის მიმართვა ასევე ეხება გაეროს ყველა პერსონალს და გაეროს დაწესებულებებში თავშეფარებულებს – მათ შორის სკოლებს, ჯანმრთელობის ცენტრებსა და კლინიკებს.

პარასკევს შუადღისას გაეროს უშიშროების საბჭო დახურული კონსულტაციების ფორმატში საგანგებო სხდომას გამართავს. საბჭოს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის შესახებ, რადგან განცხადება მოითხოვს 15-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობას, რომელთა შორის ერთობლივი განცხადების ტექსტზე განხეთქილება იყო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები