1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

ისრაელმა ღაზის სექტორში არსებულ მიწისქვეშა გვირაბებზე შეტევა დაიწყო

პოპულარული

ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების ფონზე, ისრაელი იერიშის მიტანის ახალ სტრატეგიაზე გადადის. როგორც ჩანს, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში არსებულ მიწისქვეშა გვირაბებზე შეტევის განხორციელება დაიწყეს.

საქმე ისაა, რომ ღაზის სექტორის ქვეშ რამდენიმე კილომეტრის სიგრძის ასამდე მიწისქვეშა გვირაბი გადის, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია იარაღის გადასატანად, სამხედრო ტექნიკის დასამალად და სხვა არალეგალური აქტივობების განსახორციელებლად იყენებს.

გვირაბების ქსელი ფაქტობრივად მთელ რეგიონს მოიცავს და მას უამრავი შესასვლელ-გამოსასვლელი აქვს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე, ტერორისტები ამჟამად სწორედ ამ გვირაბებში იმალებიან, ამიტომაც აუცილებელია სამალავებიდან მათი გამოდევნა და ჰამასის რეჟიმის სამუდამოდ დასრულება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები