3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“ანუ ისრაელი “ჰამასს” ბოლომდე დაადუღებს” – რა თქვა და რა არ თქვა “ჰეზბოლას” ლიდერმა? – ბატიაშვილი

პოპულარული

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:

მოკლედ, “ჰესბოლას” ლიდერმა ნასრალამ საგანგებო მიმართვაში საათნახევრის განმავლობაში მხურვალედ ილაპარაკა.
აგინა ისრაელს, ამერიკას, დასავლეთს.
არ გვეშინია ამერიკული გემებისო.
ბევრი ელოდება, რომ ომს გამოვაცხადებთ, მაგრამ ვერ მოგართვითო და საერთოდაც, გამოცხადების გარეშეც ხომ ომში ვართო.
მომავალში ყველა შესაძლო ვარიანტს (ანუ სრულმასშტაბიან ომის ვარიანტსაც) განვიხილავთო. ოღონდ, ახლა აპაპაპაო.
არაბულ ქვეყნებს ბრძოლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ “ჰამასი” მარტო კარგი ბიჭები კი არა, გმირები არიანო.
მაგრამ მაგ ბიჭებმა ისრაელზე თავდასხმა უჩვენოდ დააორგანიზესო.
დედას გეფიცებით ჩვენ (ანუ “ჰესბოლა” და ირანი) არაფერ შუაში ვართო.
მოკლედ, ხელებიც დაგვიბანიაო.
არავითარი არაფერი.
კრება დარჩა მხიარული.
ანუ ისრაელი “ჰამასს” ბოლომდე დაადუღებს.
- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები