1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

IRI-ის კვლევა: შაბათს არჩევნები რომ იყოს – ქართული ოცნება 25%, ენმ 13%

პოპულარული

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 25% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 13%-სთვის ნაციონალური მოძრაობა იყო პირველი არჩევანი. დანარჩენი პარტიების მონაცემები ასე გადანაწილდა:

  • გიორგი გახარია – საქართველოსთვის: 4%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3%;
  • ხალხის ძალა – 1%;
  • ლელო – 2%;
  • გირჩი – 3%;
  • გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა – 2%.

ამასთან, გამოკითხულთა 6% ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიღებდა, 18%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი, ხოლო 5% უარს ამბობს.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 12 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში, რესპონდენტებთან პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1200 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 73%, ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები