3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

IDF-ის ცნობით, ლიბანიდან თავდასხმას საარტილერიო ცეცხლით უპასუხეს

პოპულარული

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, შეტევას საარტილერიო ცეცხლით უპასუხეს. როგორც CNN წერს, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰეზბოლას არ აუღია.

ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია. ცოტა ხნის წინ, კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები