7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

მოლაპარაკება – “ჰეზბოლას” ლიდერის პირველი განცხადება

პოპულარული

“ჰეზ­ბო­ლას“ ლი­დერ­მა, ჰა­სან ნას­რა­ლამ ის­რა­ე­ლი-ღა­ზის კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

მან მი­უ­სამ­ძიმ­რა ლი­ბა­ნელ, ღა­ზელ და და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს და თან მი­უ­ლო­ცა, რად­გან ნას­რა­ლას თქმით “ამ ადა­მი­ა­ნებ­მა მო­წა­მე­ობ­რი­ვად სიკ­ვდი­ლის პა­ტი­ვი მო­ი­პო­ვეს”. თქვა, რომ 7 ოქტომბერს თავ­დას­ხმა ის­რა­ე­ლის­თვის მი­წისძვრის მსგავ­სი იყო და ამ თავდასხამს “კურთხეული ოპერაცია” უწოდა, ისრაელის მთავრობას კი სულელი, ველური და ექსტრემისტი. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ირანს არ აქვს კავშირი მომხდართან.

“ჰეზ­ბო­ლას“ მე­თა­უ­რის თქმით, ის­რა­ე­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ახლა არის მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა, რად­გან მისი თქმით, “ის­რა­ე­ლი ამას ვე­რას­დროს მი­აღ­წევს“.

ჰა­სან ნას­რა­ლა მოლაპარაკებებზე საუბრობს და მისი გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ელს ღა­ზა­ში მყო­ფი ტყვე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით შე­უძ­ლია.

მან­ვე ის­რა­ელს “სუს­ტი“ უწო­და და თქვა, რომ მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ერთი სამ­ხედ­რო მიღ­წე­ვაც კი არ აქვთ.

მართალია, ჰეზბოლა ომში ჩართვას აანონსებდა და ჰამასს ამის დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას  ლიდერს არ უთ­ქვამს თუ რის გა­კე­თე­ბას გეგ­მავს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები