ამ ქუჩებზე წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, 9 ნოემბერს, თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება.
“9 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში, დარიალის შეს. N12-თან წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 9 ნოემბერს 12:00 საათიდან 9 ნოემბრის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ტიციან ტაბიძის N114 -124 (ლუწებს) N51-61 (კენტებს) და ცხვედაძის ქუჩებს, დარიალის შესახვევს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.