7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

6 ადამიანი სცემდა, თავში ურტყამდნენ და შემდეგ დანა დაარტყეს – კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

პოპულარული

მკვლელობა კახეთში – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 29 წლის ჯავიდ მამედოვი ცივი იარაღით მოკლეს. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს თქმით, აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკება.
მოკლულის მამას  ამბობს, რომ მის შვილს ბრალდებულის ვალი ჰქონდა – საუბარია დაახლოებით 150 ათას ლარზე. ამის სანაცვლოდ ოჯახმა კაცს საკუთარი სასადილო გადაუფორმა და დარჩენილი იყო მცირეოდენი ვალი, რის გამოც, სავარაუდოდ, მხარეებს შორის დაპირისპირება ქორწილში დაიწყო.
მოკლულის მამა აღნიშნავს, რომ დაკავებულია ერთი პირი, თუმცა, ის ვარაუდობს, რომ მის შვილს დაახლოებით 6 პირი უსწორდებოდა და ამბობს, რომ ყველა პირი თანაბრად უნდა დაისაჯოს.

მოკლულის დედა კი ამბობს:

“ჩემს შვილს სასტიკად გაუსწორდნენ, 6 ადამიანი სცემდა, თავში ურტყამდნენ და შემდეგ დანა დაარტყეს, ყველა დასაჭერია.” – ამბობს მოკლულის დედა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები