1.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 1, 2024

38 წლის მამაკაცს, მეჩეთთან, ოთხი ტყვია ნიღბიანმა თავდამსხმელმა ესროლა – პოლიციამ კამერების ჩანაწერები ამოიღო

პოპულარული

მეჩეთის ეზოში მომხდარი მკვლელობა ამ დრომდე გაუხსნელია. “პირველების” ინფორმაციით, პოლიციამ მარნეულის ცენტრიდან კამერების ჩანაწერები ამოიღო. როგორც გაირკვა, 38 წლის მამაკაცს, ოთხი ტყვია ნიღბიანმა თავდამსხმელმა ესროლა.  ეს გარემოება კი ძებნის სპეცოპერაციას კიდევ უფრო ართულებს. გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი სავარაუდო მკვლელის შესახებ არანაირ ინფორმაციას ფლობს თუმცა მის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

38 წლის რასიმ კარაჰმაზლის ცხედარი მშობლიურ სახლში უკვე გადაასვენეს.

პოლიცია ამ დრომდე 38 წლის კაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს. 40 წლამდე მამაკაცი გაქცეულია.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები