3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

22 დაღუპული – ბოლო ცნობები ისრაელიდან

პოპულარული

ისრაელის საგანგებო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, 500-ზე მეტი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

სარაკეტო იერიშის პარალელურად პალესტინელი მებრძოლები ისრაელში სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით, პარაპლანების გამოყენებით გადავიდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების გადაწყვეტილებით ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში სკოლები დაიკეტება.

სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვიდეო მასალა ვრცელდება, რომელშიც ჩანს, რომ ღაზას სექტორიდან გადასული პალესტინელი მებრძოლები ქუჩებში დარბიან და იარაღიდან ისვრიან. ერთ-ერთ ვიდეოზე აღბეჭდილი იყო სატვირთო, რომლითაც შეიარაღებულ პირებს ქალის ცხედარი გადაჰყავდათ.

სამხრეთ ქალაქის ერთ-ერთმა მკვიდრმა ტელევიზიას განუცხადა, რომ ღაზას სექტორში მამამისი გაიტაცეს.

ღაზას სექტორთან მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მოქალაქეების თქმით, ჰამასის მებრძოლები ქუჩაში ისვრიან.

“ჩვენს სახლს ესვრიან, უსაფრთხო ოთახის კარის გატეხას ცდილობენ”, – განუცხადა Channel 12-ს ორსულმა ქალმა კიბუცის სუფადან.

ქალი ყვება, რომ მისი ქმარი და ოთხი შეიარაღებული ადამიანი ჰამასის წინააღმდეგ ქუჩაში იბრძვიან და სამხედრო დახმარება არ ჩანს.

“გამოუშვით დახმარება, გთხოვთ”.

მირიამ რეიჯენი, მოხალისე მეხანძრე ნაჰალ ოზში გამოცემა AP-სთან ყვება: „რაკეტებთან ჩვენ რატომღაც თავს უფრო დაცულად ვგრძნობთ, რადგან ვიცით, რომ გვაქვს რკინის გუმბათი (სარაკეტო თავდაცვის სისტემა) და ჩვენი უსაფრთხო ოთახები. მაგრამ იმის ცოდნა, რომ ტერორისტები დადიან მოსახლეობაში, სხვა სახის შიშია”.

ამავე დროს, ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა ისრაელზე ჰამასის თავდასხმას აქებს და აცხადებს, რომ ესაა გზავნილი არაბული ქვეყნებისთვის, რომლებიც ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობენ. განცხადების თანახმად, ჰეზბოლა პირდაპირ კავშირშია ჰამასის ხელმძღვანელობასთან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები