1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

2025 წლიდან პარლამენტის ყოფილი წევრის პენსია 560-ის ნაცვლად, 1 000 ლარი იქნება

პოპულარული

2025 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 1 000 ლარამდე გაიზრდება – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე, 2025 წლიდან დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხს პირველი მოსმენით განიხილავენ.

ქართული ოცნების კანონპროექტით, პარლამენტარების შრომითი ანაზღაურება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან 7 000-დან 8 500 ლარამდე იქნება.

რაც შეეხება პარლამენტის ყოფილი წევრების პენსიებს, ცვლილება აქაც არის. იცით, რომ ბიუჯეტს განვიხილავთ. დღეს არსებული სისტემა ასეთია – თუ არ ვცდები, ანაზღაურების 2/3 არის პარლამენტის ყოფილი წევრის პენსია. თუმცა, ჭერია დადგენილი 560 ლარის ოდენობით და ამის ზემოთ ვერ იქნება. ახლა კი ეს ზედა ზღვარი, ჭერი 1000-ლარამდე იცვლება. ანუ, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 560 ლარის ნაცვლად 1 000 ლარი იქნება – განაცხადა პაპუაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები