6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

20 ივნისის მთავარი სიმბოლო შსს-ს წინააღმდეგ – სასამართლოში მაკო გომურის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

პოპულარული

20 ივნისის მთავარი სიმბოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მაკო გომურის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. დაზარალებული გოგონა, რომელმაც გავრილოვის სისხლიან ღამეს თვალი დაკარგა, გომელაურის უწყებისგან კომპენსაციას ითხოვს.

სპეცრაზმის გასროლილი რეზინის ტყვიის გამო, გოგონას შრომისუნარიანობა შემცირდა, ამიტომ ის ახლა სამინისტროსგან სარჩოს დაკისრებას ელოდება.

მაკო გომურის თქმით, მან სარჩელი 2021 წლის დეკემბრის თვეში შეიტანა და ამდენი ხნის შემდეგ დღეს ჩაინიშნა პროცესი. დაზარალებული გოგონა ამბობს იმასაც, რომ გადაწყვეტილების მიღება მთლიანად სასამართლოზე და მოსამართლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

დღეს არის მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესი. ჩემი მოლოდინები არ ვიცი რა გითხრათ, მთლიანად სასამართლოს და მოსამართლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი. 2 წლის წინ შევიტანე სარჩელი 2021 წლის დეკემბერში და მას შემდეგ ასე გაიწელა და დღეს ჩაინიშნა პირველი სასამართლო”, – ამბობს მაკო გომური.

გომურის უფლებადამცველის თქმით, ის პროცესზე მოწმეთა დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობას დააყენებს.

მაია გომურმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებიდან გამომდინარე მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება და ყოველდღიური სარჩოს დაკისრება შრომისუნარიანობის შემცირების გამო. დღევანდელ პროცესზე რასაკვირველია გამოცხადდება მოპასუხე მხარე შსს. ჩვენ გვაქვს შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე. ასევე შესაძლებელია სასამართლო დაინტერესდეს და გამოიკითხოს ექსპერტები, რომელთა დასკვნებიც გვაქვს საქმეში წარმოდგენილი”, – ამბობს უფლებადამცველი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები