6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

14 წლის გოგოს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გლდანის ციხეში, სამარტოო საკანშია გადაყვანილი

პოპულარული

14 წლის მოზარდის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული  გლდანის ციხეში, სამარტოო საკანშია გადაყვანილი. ასიმ ასლანოვი სამ დღიანი მიმალვის შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა იორმუღანლოს ტყეში აიყვანა. შეიარაღებულ თავდამსხმელს ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც იმ სოფელში დაბრუნებას აპირებდა, სადაც 14 წლის ბავშვი ჩაცხრილა.

28 წლის კაცს ახლა უვადო პატიმრობა ემუქრება. მას ბრალის დადგენილებას ცოტა ხანში გააცნობენ. ახლა საინტერესოა, დააკავებენ თუ არა იმ ადამიანებს, ვინც 14 წლის ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე ყველაფერი იცოდა, თუმცა დანაშაული დაფარა და პოლიციას 2 თვის განმავლობაში არ მიმართა.

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ასიმ ასლანოვს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საგარეჯოში 14 წლის გოგო “ქმარმა” 6 ოქტომბერს მოკლა. სკოლის მოსწავლის მკვლელს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ პოულობს. იძებნება 28 წლის კაცი, ვინც 14 წლის გოგოზე კახეთში ჯერ იძალადა და შემდეგ იარაღით მოკლა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები