6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

12 წლის ანას დედის ინფორმაციით, ფოტორობოტი პროკურატურას 3 თვეა აქვს, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ -შედგება თუ არა შეხვედრა შოთაძესთან?

პოპულარული

დიღომში საეჭვო ვითარებაში დაღუპული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი “მთავარ არხთან” ამბობს, რომ სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი პროკურატურას უკვე სამი თვეა საქმის მასალებში აქვს, თუმცა რეაგირება საგამოძიებო ორგანოს ამ დრომდე არ მოუხდენია.

ოჯახი გამოძიებას სრულ უნდობლობას უცხადებს და საქმის მასალებისა და მტკიცებულებების FBI-სთვის გაგზავნას მოითხოვს.

“ეს იყო ჩემი დაჟინებული მოთხოვნა და ჩვენი ოჯახის დაჟინებული მოთხოვნა. თვითმხილველები, ვისი მიხედვითაც არის შედგენილი [ფოტორობოტი], მზად იყვნენ, რომ ეთანამშრომლათ, უბრალოდ არ ხერხდებოდა მანამდე, ვერა და ვერ მოხერხდა.

რომ არ ყოფილიყო ეს ზღაპრები, რომ თქვენი შვილი სუპმა დაახრჩო და თვითონაც არ სჯეროდათ ამ ზღაპრების. ანდა ძაღლმა შეაშინა და ბავშვი შევარდა და გადაწყვიტა პირი არ გააღოს და პირდაკეტილმა აღებინოს, მაშინ უკვე ნაპოვნი იქნებოდა ის პიროვნება.

ჩემს შვილს აქვს მრავლობითი დაზიანება. ჯამში არის 39 დაზიანება. მათ შორის აქვს სილურჯეები. ეს დალურჯებები მიყენებულია თითებით, აი, ზეწოლით არის ნეკნებზე. აუცილებელია, ასევე ნივთმტკიცებები გაიგზავნოს FBI-ში, რათა მათ ამოიღონ დნმ ანალიზი, დნმ ანალიზის მეშვეობით ამოიღონ ბრალდებულის დნმ, ვინაიდან, სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ეს ვერ შეძლო,” – ამბობს ხუტაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები