1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

ჰამასი ველური ორგანიზაციაა, რომელსაც ირანი უჭერს მხარს – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

პოპულარული

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ისრაელში განვითარებულ მოვლენებს აცნობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად მძიმე დარტყმებისა ისრაელის ჯარი სიტუაციის განეიტრალებას შეძლებს.

გალანტის თქმით, ჰამასი ველური ორგანიზაციაა, რომელსაც ირანი უჭერს მხარს.

ჩვენ მძიმე დარტყმა მივიღეთ, თუმცა არ შეცდეთ – 2023 არ არის 1943. ჩვენ იგივე ებრაელები ვართ, მაგრამ გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ჩვენ ვართ ერთიანები და ძლიერები. ჰამასი არის ღაზას „ისლამური სახელმწიფო“, ველური ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს და მხარს უჭერს ირანი. ჰამასი არის ღაზას “ისლამური სახელმწიფო”, ISIS არ იარსებებს ჩვენს საზღვრებზე. IDF გაანადგურებს ჰამასს – აღნიშნა  იოავ გალანტიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები