7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“ჰამასის” საპასუხოდ ისრაელის საჰაერო დარტყმებს ღაზაში 198 ადამიანი ემსხვერპლა – პალესტინის ჯანდაცვა

პოპულარული

სულ მცირე 198 პალესტინელი დაიღუპა ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო თავდასხმის შედეგად, რასაც წინ უძღოდა ისლამისტური მოძრაობა “ჰამასის” შეტევა ისრაელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადგილობრივი უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ამასთან, ბოლო ცნობებით, ისრაელის არმია აცხადებს, რომ, მათმა საზღვაო ძალებმა ათობით პალესტინელი მებრძოლი მოკლეს, როდესაც ისინი ქვეყანაში შეღწევას ზღვით ცდილობდნენ.

რაც შეეხება ისრაელს, ბოლო ცნობებით, ისრაელში სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 1000-მდე კი დაშავდა.

7 ოქტომბერს, ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ბოლო წლების ყველაზე დიდი შეტევა განახორციელა. შეიარაღებულმა პირებმა სარაკეტო თავდასხმების პარალელურად ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს, რაც, ფაქტობრივად, უპრეცედენტოს ხდის ამჟამინდელ შეტევას, თავისი მასშტაბებით.

მედიის ცნობით, თავდასხმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დილის 06:30 საათისთვის დაიწყო.

2021 წლის ათდღიანი ომის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.

შეტევა თითქმის დაემთხვა არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის 1973 წელს მომხდარი ომიდან 50 წლისთავს. მაშინ, 1973 წლის 6 ოქტომბერს, ეგვიპტისა და სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მოულოდნელად, ორი ფრონტიდან შეუტიეს ისრაელს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზანს 1967 წლის 6-დღიანი ომის დროს ისრაელის მიერ დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნება წარმოადგენდა. არაბების თავდაპირველი სამხედრო წარმატების შემდეგ ისრაელმა ვითარების თავის სასარგებლოდ შებრუნება შეძლო. ომი 19 დღეში დასრულდა, თუმცა მიიჩნევა, რომ მან გრძელვადიანი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს დაუდო სათავე როგორც რეგიონში, ისე მის გარეთ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები