3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

“ჯოჯოხეთი გამოვიარე” – ღაზიდან გათავისუფლებული მძევალი ტყვეობის შესახებ ჰყვება

პოპულარული

85 წლის იოჩევედ ლუფშიტცი ერთ-ერთია იმ ორი ქალიდან, რომელიც ჰამასმა გუშინ გაათავისუფლა.

ლუფშიტცი ამბობს, რომ მან ჯოჯოხეთი გამოიარა და აღწერს, თუ როგორ გაიტაცეს ჰამასის შეიარაღებულმა პირებმა. ქალი ჰყვება, რომ მას საკმაოდ მძიმე პირობებში უწევდა ყოფნა. მისი თქმით, მას ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშენება, გაუჩნდა სისხლჩაქცევები და ამასთან, უჭირს სუნთქვა.

ლუფშიტცის შვილი ჰყვება, რომ გატაცების დროს დედამისს საათი და სამკაულები წაართვეს. ამასთან, ის ამბობს, რომ დედამისი და კიდევ 24 გატაცებული ადამიანი გვირაბში იმყოფებოდნენ.

“მას ჯოხი ურტყეს და სველ მიწაზე რამდენიმე კილომეტრის გავლა აიძულეს”, – ამბობს ლუფშიტცის შვილი.

ჰამასმა 4 მძევალი გაათავისუფლა. აქედან ორი ისრაელის მოქალაქეა, 2 კი ამერიკის.

79 წლის ნურიტ კუპერი და 85 წლის იოჩევედ ლუფშიტცი ჰამასმა საკუთარი სახლებიდან, 7 ოქტომბერს გაიტაცა. ისინი 17 დღის განმავლობაში ტყვეობაში იყვნენ.

ამერიკის ორი მოქალაქე – ჯუდიტ ტაი რაანანსი და მისი 17 წლის შვილი, ნატალი რაანანი ასევე 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს გაიტაცეს. დედა-შვილი ჩიკაგოდან არიან და ნაჰალ ოზის კიბუცში ნათესავებთან სტუმრად იყვნენ, როდესაც მათ ჰამასი დაესხა თავს.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 200-250 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები