6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

ხელოვნების მუზუემის დირექტორი Mona.ge სიაში მოხვდა – რა მტკიცებულებებია გიორგი კალანდიას წინააღმდეგ?

პოპულარული

ხელოვნების მუზუემის დირექტორი Mona.ge სიაში მოხვდა. Mona.ge-ს მასალების მიხედვით, გიორგი კალანდია კულტურის სფეროში რეპრესიების ერთ-ერთი განმახორციელებელია.

გიორგი კალანდია მუზეუმებში თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკას ნერგავს. კერძოდ, MONA.Ge-ს  გადამოწმებული ინფორმაციით, კალანდია პირადად იბარებს მუზეუმების თანამშრომლებს, აფრთხილებს პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით და მეტიც, საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრადიციებით, ყველა თანამშრომელთან პირად საუბარს თუ თათბირს იწერს. მასთან დაპირისპირებას შეეწირა დადიანების მუზეუმის რამდენიმე თანამშრომელი.

პრობლემა ახალი არ არის და ამაზე 2021 წლიდან საუბრობენ. კერძოდ, ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომელი, ექსკურსიის მძღოლი ელზა ზოდელავა ზეწოლასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდა ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიას.

“განსხვავებული აზრი თუ გაქვს და აფიქსირებ, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს. სულ დაძაბულობაა, წნეხი. იწერენ საუბრებს. უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. მიუღებელია, თუ როგორც ექცევა გიორგი კლანდია ადამიანებს. სულ მემუქრება, რომ გამათავისუფლებს. მუზეუმი არ უნდა იყოს ერთი ადამიანის შპს”, – უთხრა ელზა ზოდელავამ მაშინ ჟურნალისტებს.

მუზეუმის თანამშრომელი ირწმუნება, რომ თანამშრომლებს დირექტორი იბარებს კაბინეტში და ხელის მოწერით ადასტურებინებს, ნამდვილად თქვა თუ არა კონკრეტული სიტყვები ელზა ზოდელავამ, – ნათქვამია MONA.GE-ს გავრცელებულ ინფორმაციაში. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები