1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

ხელისუფლების ხოტბა-დიდება დაუფასდა – თოლორაია “კაბუზე”

პოპულარული

“ძალადობაზე მწვანე შუქის ანთება” – ასე აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებული პირის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების ფაქტს.

ლონდა თოლორაიას თქმით, “ქართული ოცნება” შრომას უფასებს იმ ადამიებს, რომლებიც მას ხოტბას ასხამენ, და სჯის მათ, ვინც “ოცნების” დიდებით არ არის დაკავებული:

ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს რატომ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება ამ ადამიანს? არა სამი, არამედ ცალ-ცალკე აღებული დანაშაულების შემთხვევაშიც კი ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ შემთხვევას, როდესაც პატიმრობა აქვთ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ბრალდებულებს. 

გვაქვს ისეთი დანაშაულები, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს განმეორებითი ხასიათი. მუქარა, რომელიც შეიძლება, სისრულეში იქნას მოყვანილი, ქალთა მიმართ ძალადობა…

ჩვენ ვხედავთ, რომ სამართალი ნამდვილად არის შერჩევითი, ეს ადამიანი 24 საათი დაკავებულია, ხელისუფლების ხოტბა-დიდებით. ხოტბა-დიდება ყველას უფასდება და პირიქით, ვინც ამას არ აკეთებს ისჯებიან”- აცხადებს ლონდა თოლორაია. 

ცნობილი მსახიობი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დანის ტარით ცემა, ჩხრეკის დროს კი ნარკოტიკები აღმოუჩინეს, ციხეს 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვებს.

არადა, მუხლი, რომლითაც  “კაბუ” ციხეში გაუშვეს, 6 წლიან სასჯელს, სასამართლო პრაქტიკის მიხევდით კი წინასწარ პატიმრობას ითვალისწინებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები