1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

ხაშურში მეცხრე კლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

პოპულარული

ხაშურში მეცხრე კლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. სკოლის მოსწავლის ცხედარი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსთან ნახეს. ერთი ვერსიით, არასრულწლოვანი მერვე სართულიდან გადმოვარდა.

“პირველების” კორესოდენტის ცნობით, შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეს იყო უბედური შემთხვევა თუ ბავშვი განზრახ გადმოაგდეს მაღალსართულიანი კორპუსიდან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები