7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“ხალხი დავხოცე” – 4 ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს სახეზე დაზიანებები აღენიშნება

პოპულარული

4 ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებული კაცი ნაცემია. გიორგი ორველაშვილს სახეზე ფიზიკური დაზიანებების კვალი აღენიშნება. უმძიმეს დანაშაულში მხილებული ამ წუთებში რუსთავის სასამართლოში იმყოფება. მოსამართლის კითხვაზე, სად მიიღო დაზიანებები, ბრალდებული არ პასუხობს.

“ხალხი დავხოცე” – ეს იყო  ფრაზა, რომელიც ბრალდებულმა განსასჯელის სკამიდან თქვა.

ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, რომლის პასუხიც ცნობილი რამენიმე დღეში გახდება.

ორველაშვილი განსასჯელის სკამზე ძმასთან ერთად ზის. სწორედ 19 წლის ჯარისკაცის იარაღიდან მოკლა გიორგი ორველაშვილმა ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 ადამიანი და მძიმედ დაჭრა ერთი. გოგიტა ორველაშვილს პროცესზე არ უთქვამს, რატომ ვერ ინახავდა ის იარაღს საცხოვრებელ სახლში სათანადოდ და როგორ მოპარა ის ძმამ.

გოგიტა ორველაშვილის ადვოკატი დღევანდელ პროცესზე დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

გოგიტა არის 19 წლის ბიჭი, რომელიც სმახურობს ჯარში. ის ბრუნდებოდა სახლში მორიგი ცვლიდან, როდესაც მომხდარის შესახებ პოლიციისგან გაიგო, გამოცხადდა მაშინვე პოლიციაში და სწორედ იქ გაიგო მომხდარი ამბის შესახებ. აქედან გამომდინარე, მას არანაირი შეხება არ აქვს რუსთავის ბაზრობაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და იგი გულითადად განიცდის და უსამძმრებს მოკლულების ოჯახის წევრებს. მას ჰქონდა ეს იარაღი გაფორმებული თავის თავზე და როდესაც სახლში მივიდა, ეს იარაღი მას აღარ დახვდა, – ამბობს ინტერესების დამცველი. 

საქმეს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი განიხილავს, როგორი იქნება მისი ვერდიქტი, ცნობილი ცოტა ხანში გახდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები