1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

ხაბეიშვილმა თქვას, რომ ვერ გავაკეთე, ვერ დავიხსენი და მივდივარ – მაია კალანდია

პოპულარული

„უხერხულია… პინგ-პონგის თამაშის რეჟიმში გადავედით, ხელი უნდა გავუწოდოთ ერთმანეთს,“ – ეს განცხადება ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მაია კალანდიამ გააკეთა.

მაია კალანდია, რომელიც ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას უერთდება, ამბობს, რომ კონსენსუსი უმთავრესია, თუმცა მოქმედმა თავმჯდომარემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

გაყრის თემა თუ დადგა, მეგობრებს, ცოლ-ქმარს შორის, გაყრა ხდება, ადამიანები, მეგობრები ფასობენ იმის მიხედვით, როგორ ღირსეულად ეყრებიან ერთმანეთს. ვთვლი, რომ ძალიან ბევრი ტალახი ვესროლეთ ერთმანეთს, ბევრი შეურაცხყოფა მივაყენეთ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ იყო იმის ბრალი, რომ ის ერთგული ამომრჩევლები ამას იმსახურებდნენ, არც მე ვიმსახურებ ამას და ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ერთი წლის წინ პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში დადგნენ და მოითხოვეს ნიკა მელიას გადადგომა, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება იმისთვის, რომ პარტია დაენგრიათ… თუ მოქმედ მენეჯმენტს სურს, რომ ერთიანობა შედგეს, თუ სურთ, რომ ერთად ვიყოთ, ძალა ერთობაშია – თუ მოჩვენებითად არ აწერია ჩვენს ლოგოს, უნდა გავერთიანდეთ. ლევან ხაბეიშვილისთვის თუ არ არის მოქმედი სიტუაცია ხილვადი, თუ ენმ არ აპირებს დარჩეს სალონურ პარტიად, სადაც მხოლოდ ამჟამად ითვლიან რამდენი ადამიანი შევა და რამდენს ჰპირდებიან, რომ 2024 წლის საპარლამენტო სიაში მოხვდეს, მაშინ ყველამ უნდა გადაწიოს უკან თავისი ამბიციები, ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ ვინც დააშავა, ან თუნდაც არ მოიხადოს ბოდიში, მაგრამ ლევან ხაბეიშვილმა თქვას, რომ ვერ გავაკეთე, ვერ გავაერთიანე, ვერ დავიხსენი და ამიტომ მივდივარ, ვაგრძელებ ჩემს ბრძოლას,“ – ამბობს მაია კალანდია.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ლევან ხაბეიშვილი გადადგება, შესაძლებელია თუ არა ნიკა გვარამია იყოს ენმ-ის ახალი თავმჯდომარე – მაია კალანდია ამბობს, რომ გვარამიას კანდიდატურა მისთვის მისაღებია.

მივესალმები ნიკა გვარამიას დაბრუნებას, თუ ჩვენი ბრძოლა, რაშიც ნიკა გვარამიას ბრძოლის ხარისხი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი იყო და ამიტომაც დააკავა ოლიგარქმა, შეუერთდება მისი ძალა, სინერგია და ჩვენ თანამებრძოლები შევიკვრებით თუნდაც ნიკა გვარამიას გარშემო, საწინააღმდეგო პირადად მე არაფერი მაქვს.
მაქვს უფლება, ჩემი აზრი დავაფიქსირო, რომ რა პასუხებსაც ვისმენ ჩემი თანამებრძოლებისგან, ყოფილებს ჯერ მაინც ვერ დავარქმევ, ვფიქრობ, რომ ოლიგარქიის და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ერთად მოგვიწევს ბრძოლა, ამ მოტივაციას ვერ ვხედავ. თქვენ შემოთავაზებულ ვერსიასთან დაკავშირებით დადებითად ვარ განწყობილი,“ – ამბობს მაია კალანდია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები