1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

ხაბეიშვილი დიდი ხანია “ლაფატკაზე” ზის – ხუხაშვილი

პოპულარული

 

“ხაბეიშვილის მიღებული გადაწყვეტილება არ გაიშვას, ვინ ეკითხება ხაბეიშვილს გადაწყვეტილების მიღებას?”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხაბეიშვილი გაუგებრობაა პარტიის ლიდერად და უკვე დიდი ხანია “ლაფატკაზე“ ზის.

“ხაბეიშვილი რომ გაუგებრობაა ყველას კარგად ესმის. ხაბეიშვილის მიღებული გადაწყვეტილება არ გაუშვას, ვინ ეკითხება ხაბეიშვილს გადაწყვეტილების მიღებას? აიძულეს ჟურნალისტებმა. ინსტრუქციის ფარგლებში მოქმედებდა, პატიოსნად იბრძოლა, რაც შეეძლო, მაგრამ არ აქვს ძალიან მაღალი ინტელექტი, რომ გაძრომოდა ბოლომდე. მიაყენეს კედელთან, ეს ადგა და რაღაც სისულელე გააკეთა. ეს ადამიანი გაუგებრობაა პარტიის ლიდერად და ყველას ესმის ეს. მელიას რომ ვერ იტანენ იმათაც ესმით. მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე მომწიფებულია და ხაბეიშვილის გაშვება უბრალოდ რბილად უნდათ. წიხლს ხომ არ ამოკრავენ? ხაბეიშვილი რომ დიდი ხანია “ლაფატკაზე“ ზის, ეს ჩანს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა გადაცემაში “360 გრადუსი”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები