7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

წავა, არ წავა, არ ვიცი, თუ კიდევ იმავეს გააკეთებს, მძიმე იქნება – კალაძე პრეზიდენტზე

პოპულარული

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი დანიაში მაინც წავა ეს მძიმე იქნება.

“ოცნების” ლიდერმა გულისწყვეტა გამოთქვა, თუ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას ისევ დაარღვევს.

გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას და პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს. არ ვიცი, ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, წავა, არ წავა, თუ კიდევ იმავეს გააკეთებს, მძიმე იქნება ეს ყველაფერი. არ ვიცი, არ მინდა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით კიდევ რამე პოლემიკა და დეტალებში შესვლა” – ამბობს კალაძე.

სად არის პრეზიდენტი? – გაემგზავრა თუ არა ქვეყნის მეთაური დანიაში ოფიციალური ვიზიტით? ამ დრომდე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია განმარტებას არ აკეთებს. პრეზიდენტის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. ის არც მის სახლთან გამოჩენილა.

არადა სიაში, რომელიც პრემიერმა პრეზიდენტს დაუბლოკა წერია, რომ 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ზურაბიშვილი ვიზიტს  დანიის სამეფოში გეგმავდა, თუმცა ახლა ჩნდება კითხვა, “ოცნების” ტერორის ფონზე პრეზდენტმა გადაიფიქრა, თუ მაინც გაემგზავრა დანიაში?

 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები