3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ძა­ლი­ან მძი­მეა, ბევ­რი იმე­დი ილუ­ზია აღ­მოჩ­ნდა – იას­კომ ახა­ლი წელი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხსე­ნე­ბის გა­რე­შე შე­ა­ჯა­მა

პოპულარული

უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა, ლიზა იას­კომ ახა­ლი წელი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხსე­ნე­ბის გა­რე­შე შე­ა­ჯა­მა. იასკო წერს, რომ ეს წელი მის­თვის წინა წელ­ზე რთუ­ლი იყო. შე­გახ­სე­ნებთ, რა ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ამ­ჟა­მად იას­კო­სა და სა­ა­კაშ­ვილს, უც­ნო­ბია. ცოტა ხნის წინ, ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სან­დრა რუ­ლოვსს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­და, იქამ­დე კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს და­უბ­რუნ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პოს­ტი წა­შა­ლა.

ლიზა იას­კო:

– მარ­თა­ლი გი­თხრათ, არ მაქვს ენერ­გია შე­ჯა­მე­ბი­სა და გრძე­ლი პოს­ტე­ბის­თვის. ბოლო წლებ­ში ვწერ­დი იმა­ზე, რომ ყო­ვე­ლი წელი უფრო რთუ­ლი იყო, ვიდ­რე წინა. ეს ძა­ლი­ან მძი­მეა. ბევ­რი იმე­დი ილუ­ზია აღ­მოჩ­ნდა ან არა­რე­ა­ლო­ბა.

მინ­და ყვე­ლას ვუ­სურ­ვო, ადა­მი­ა­ნო­ბის უნა­რი ჰქო­ნო­დეთ და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ ქვეყ­ნის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

ვი­სურ­ვებ უნარს, რათა მოვ­ძებ­ნოთ და ვი­პო­ვოთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ გვერ­დით აუ­ცი­ლებ­ლად გვყავ­დნენ მო­რა­ლუ­რად კარ­გი და სან­დო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შეგ­ვიძ­ლია გა­ვუ­ზი­ა­როთ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა პი­რა­დი, მე­გობ­რუ­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მენ­ტე­ბი!

მე ვირ­ჩევ ორ სუ­რათს. ერ­თია მა­ტა­რე­ბე­ლი… ჩვე­ნი გზა, რი­თაც ვმგზავ­რობთ და ახლა „გა­დაფ­რე­ნა“ შე­უძ­ლე­ბე­ლია. მე­ო­რე – მი­ხა­ი­ლოვ­სკის მახ­ლობ­ლად ჩვენს პირ­ველ შო­ბას ერ­თად. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ჩვე­ნი გზა უფრო გრძე­ლი იყოს, მაგ­რამ მი­ვაღ­წი­ოთ იმ მოძ­რა­ო­ბის მიზ­ნებს, რაც ჩვენ დავ­სა­ხეთ!

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები