3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ცხრა რეკომენდაცია 12-დან არ შეგისრულებია, როგორ არის შენი დამსახურება, ე.ი. გაჩუქეს ხომ? – სავანელი

პოპულარული

“ცხრა რეკომენდაცია 12-დან არ შეგისრულებია, როგორ არის შენი დამსახურება, ე.ი. გაჩუქეს ხომ?” – ასე მიმართავს რეჟისორი გიორგი სავანელი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას მთავრობის მიღწევად თვლის.

როგორც რეჟისორი ამბობს, ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის სახით გაცემული ახალი 9 დათქმა უმკაცრესია და აჩვენებს იმას, რომ მთავრობას ძველი რეკომენდაციების შესასრულებლად არაფერი გაუკეთებია.

იგივე ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჩვენი საქმიანობის მიხედვით დადგა ის შედეგი, რაც დადგაო. შედეგი რა დადგა? იმ უზარმაზარ დასკვნაში, ყველაფერი ეს არის დიპლომატიური რიტორია, მთავარი რა არის, რომ მოგვცეს პოლიტიკურ ავანსად სტატუსი და 9 უმკაცრესი დასკვნა. ანუ ღარიბაშვილმა რაღაცები აკეთა, როგორც თვითონ ამბობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, 12 დასკვნიდან 9 დარჩა ღია, ისევ ახალი 9 უფრო მკაცრად დაგვიმატეს და ორი დათქმა დაგვიმატეს. რომ გადავხედოთ იმ 12-ს და ამ 9-ს ხომ აბსოლუტურად იდენტურია, სადაც საგარეო კურსზე აქვს ხაზი გასმული, იგივე დეზინფორმაციაზე. ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ ცხრა რეკომენდაცია 12-დან არ შეგისრულებია, როგორ არის შენი დამსახურება, ე.ი. გაჩუქეს ხომ?“ – ამბობს გიორგი სავანელი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები