1.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 1, 2024

ცუდი სიგნალები მოდის საქართველოდან – ჰერჩინსკი

პოპულარული

პრეზიდენტის იმპიჩმენტი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს ნამდვილად არ უწყობს – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ცუდი სიგნალები მოდის საქართველოდან.

უკვე ერთი წელია, რაც აქ ვარ და ამ პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ვისმენ, რომ საქართველომ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, სხვებისგან კი ვისმენ, რომ არაფერი შეუსრულებია. ჩემი აზრით კი ყველაფერი ასე ცალსახად არ არის. ეს ნიშნავს, რომ ერთის მხრივ ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი შედგა, თუმცა მეორეს მხრივ მოდის ცუდი სიგნალები საქართველოდან და ერთ-ერთია პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს პირველი პრიორიტეტის შესრულებას, ანუ დეპოლარიზაციას”. – განაცხადა ჰერჩინსკიმ. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები