6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ჩუმად ხართ, რადგან ებრაელი ქალები არიან? სად ჯანდაბაში ხართ? – ნეთანიაჰუ უფლებადამცველ ორგანიზაციებს გაუპატიურების შემთხვევებზე

პოპულარული

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ქალთა მოძრაობებსა და გაეროს აკრიტიკიებს იმის, გამო, რომ ისინი ხმამაღლა არ საუბრობენ ჰამასის მიერ ისრაელელი ქალების გაუპატიურების შემთხვევებსა და სხვა სისასტიკეებზე.

თელ-ავივში თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და მინისტრ ბენი განცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ნეთანიაჰუმ გათავისუფლებული მძევლებისგან ძლადობის ისტორიები მოისმინა – “მე მოვისმინე, სექსუალური ძალადობისა და სასტიკი გაუპატიურების უპრეცედენტო შემთხვევების შესახებ.” ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მას არ მოუსმენია ამ თემებზე  უფლებადამცველებისგან ამაზე საუბარი და აღშფოთება.

“ჩუმად ხართ, რადგან ეს ებრაელი ქალები არიან? მივმართავ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, საშინელი სისასტიკეების, სექსუალური დასახიჩრების შესახებ? სად ჯანდაბაში ხართ?” აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერი იმედოვნებს, რომ ცივილიზებული სამყარო და მათი ლიდერები და მთავრობები ამ სისასტიკეების წინააღმდეგ ხმას აიმაღლებენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები