6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ჩუგოშვილი: მაქსიმუმი გავაკეთეთ, მიზანი იყო, იმპიჩმენტის პროცესის აბსურდულობა გვეჩვენებინა

პოპულარული

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვას ეხმაურება.

ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლების მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის იმპიჩმენტის პროცესის აბსურდულობა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებულებების არარსებობა ეჩვენებინათ. ამის შესახებ მან ფორმულასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

“ვფიქრობ, შევძელით მაქსიმუმის გაკეთება, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. ჩვენი მიზანი იყო, რომ გვეჩვენებინა აბსურდულობა, ერთის მხრივ, პროცესის, ანუ იმისა, თუ სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც მოაქვთ პარლამენტის წარმომადგენლებს თუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, რამდენად აბსურდულია და რასთან მივყავართ. მეორე, რეალური მიზეზი, რას ემსახურება ეს იმპიჩმენტი და მესამე, სრული არარსებობა მტკიცებულებებისა ამ საქმეში, ეს იყო ჩვენი ამოცანა და მგონი, ძალიან კარგად გამოჩნდა ეს ყველაფერი, მგონი სრულიად ცხადია ერთიც, მეორეც და მესამეც”, – ამბობს ჩუგოშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები