7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ – ზელენსკი

პოპულარული

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჰოლოდომორის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული იერიში “მიზანმიმართული ტერორიზმია”.

ზელენსკის თქმით, ისინი აგრძელებენ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გააერთიანონ.

70-ზე მეტი “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჰოლოდომორის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. მიზანმიმართული ტერორიზმი. როგორც ჩანს, რუსეთის ხელმძღვანელობა ამაყობს იმით, რომ მას შეუძლია ადამიანები მოკლას.

ჩვენმა მებრძოლებმა ჩამოაგდეს დრონების უმეტესი ნაწილი, მაგრამ არა ყველა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ. ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს და პასუხი აგოს მის ქმედებებზე,” – წერს ზელენსკი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები