3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ “ტაბულას” ტოვებს და “ევროპულ საქართველოს” უერთდება

პოპულარული

“ტაბულას” ვტოვებ და უკვე ფორმალურად ვუერთდები „ევროპულ საქართველოს” – განცხადება თამარ ჩერგოლეიშვილმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუს დროს გააკეთა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველი მის პარლამენტში ყოფნას მოისურვებს, 2024 წლის არჩევნებში იბრძოლებს.

„ტაბულას” ვტოვებ და უკვე ფორმალურად ვუერთდები „ევროპულ საქართველოს”. პრაიმერი ვაკეთებთ და თუ „ევროპული საქართველოს” ამომრჩეველმა მოისურვა, რომ პარლამენტში ვიყო მათი წარმომადგენელი და დავიცვა მათი ინტერესები, მაგ შემთხვევაში ვიბრძოლებ 2024 წლის არჩევნებში – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები