3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ჩემო ძვირფასებო, ეს გამარჯვება გეკუთვნით თქვენ – სოფო ჯაფარიძე

პოპულარული

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე ევროკომისიის გაცემულ რეკომენდაციას ეხმაურება.

ის ამბობს, რომ დღევანდელი დღე ქართველი ხალხის გამარჯვებაა.

სოფო ჯაფარიძის თქმით, ქართველ საზოგადოებას წინ არაერთი დიდი გამარჯვება ელოდება.

“მინდა მივულოცო ქართველ ხალხს დღევანდელი დღე. დიდი ნაბიჯი ევროპისკენ!
სიმბოლურია, რომ ერის მამის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მოხდა, ჩნდება იმედი ქვეყნის დასავლური მომავლისა და თავისუფლებისთვის .

ჩემო ძვირფასებო, ეს გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, დღევანდელი დღის წარმატება
შექმნა, მხოლოდ და მხოლოდ, ქართველმა ხალხმა! იმ ადამიანებმა , რომლებიც წლებია იბრძვით თავისუფლებისთვის! წინ დიდი გამარჯვებები გველოდება – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები