3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ჩემი გოგო ჯარშია, მობილიზებულები არიან, რომ გადაიყვანონ – გვანცა ქავთარაძე ისრაელიდან

პოპულარული

თუკი სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება, აღარავინ ეკითხება, ვინ არის საბრძოლოში და ვინ ლოჯისტიკაში,“ – ეს განცხადება ისრაელში მცხოვრებმა გვანცა ქავთარაძემ გააკეთა. ქავთარაძის შვილი ისრაელის ჯარში მსახურობს, ის ახლა ღაზას სექტორთან ახლოს მორიგეობს.
თუმცა, როგორც გვანცა ქავთარაძე „დღის ამბებთან“ ამბობს, თუ სიტუაცია დაიძაბება, მის შვილსაც მოუწევს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა.

გვანცა ქავთარაძე ქალაქ ხულონში იმყოფება, სადაც გადაადგილება უსაფრთხო არ არის და ხელისუფლებისგან იღებენ მითითებებს, რომ გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. 15-20 წუთის ინტენსივობით საჰაერო განგაში ირთვება.

ჩემი გოგო არის ჯარში, ღაზას სექტორიდან 30 წუთის სავალია. რა თქმა უნდა, ძალიან გვეშინოდა, მაგრამ არავინ დატოვებს სახლში და თავადაც არ გაჩერდება. მითხრა, რომ თუ ასე გაგრძელდება სიტუაცია, მობილიზებულები არიან, რომ გადაიყვანონ. კონკრეტულად იქ, სადაც უშუალოდ მებრძოლი ჯარისკაცები არიან და უზრუნველყონ საკვებით, წყლით, ტანსაცმლით. საკმაოდ სანერვიულოა, რადგან შორს არის ჩვენგან და ახლოს არის ღაზას სექტორთან.
იარაღით, ყველაფრით მზად არიან, ჩემი გოგო, სადაც იმყოფება, მეთაურია, ის საბრძოლოში არ არის, მაგრამ თუკი სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება, აღარავინ ეკითხება, ვინ არის საბრძოლოში და ვინ ლოჯისტიკაში,“ – ამბობს გვანცა ქავთარაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები