3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

შსს: ადამიანი, რომლის ცხედარიც დადიანის ქუჩაზე, კორპუსის სარდაფში იპოვეს, მოკლულია

პოპულარული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანი, რომლის ცხედარიც გუშინ თბილისში, დადიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში იპოვეს, მოკლული იყო.

კერძოდ, უწყების ცნობით, ბრალდებულმა მას 2 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მიიმალა.

მომხდარზე შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები