1.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 1, 2024

შოლცი: ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება, ამისთვის უნდა მოვემზადოთ

პოპულარული

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება. მისი თქმით, არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინიდან თავისი ჯარების გასაყვანად.

“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ომი [უკრაინაში], შესაძლოა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინიდან თავისი ჯარების გასაყვანად.

ბრძოლები უკვე გაცილებით მეტხანს გრძელდება, ვიდრე რუსეთის დიქტატორი, ვლადიმერ პუტინი ელოდა”, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები