“შიოს პატრიარქის გადაყენების უნდა” – გაუზრდის თუ არა სინოდი უფლება-მოცილებას მოსაყდრეს?

გაუზრდის თუ არა სინოდი უფლება-მოცილებას პატრიარქის მოსაყდრე შიოს? – თეოლოგებს აქვთ განცდა, რომ მსჯელობა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ძალაუფლების გადანაწილებასა და მმართველობის ახალ სისტემაზე იქნება.
არის მოლოდინი რომ შიო მუჯირი დამატებით უფლება-მოსილებით აღიჭურვება, თუმცა ამბები, რომელიც ჟონავს საპატრიარქოდან, ეპისკოპოსები ნაწილი ამის წინააღმდეგია.
თეოლოგები პატრიარქის გადაყენებას ან გადაყენების მცდელობასაც არ გამორიცხავენ.
რაც შეეხება სინოდზე განსახილველი დღის წესრიგის გასაიდუმლოებას თეოლოგი გოჩა ბარნოვი ფაქტს კანონდარღვევას უწოდებს.
თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეპისკოპოსებმაც არ იციან, შესაბამისად ეს უკვე კანონდარღვევაა, რადგან დღისწესრიგი უნდა იყოს თვეობით წინასწარ ცნობილი და კომისიები უნდა მუშაობდნენ თეოლოგების და სასულიერო პირებიც ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ეს ყველა ეკლესიაში ასე ხდება, მაგრამ საქართველოში ეს არ ხდება არასოდეს და ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება.
შეიძლება სულაც სკანდალური სინოდი გამოდგეს, იმ გაგებით, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სულაც გადადგეს, ან მსგავსი ინფორმაცია გამოქვეყნდეს, მითუმეტეს თან დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, როდესაც სურთ რაღაცეების გადაფარვა. მეუფე შიო, რომელიც მათი რჩეული კანდიდატია სულაც არ სარგებლობს პოპულარობით, არც მასებში და არც სინოდში, რამდენადაც მე ვიცი, ამიტომ რუსეთი ყველაფერს ჩქარობს, თავისი კანდიდატის გაყვანას”, – ამბობს გოჩა ბარნოვი.
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კი “პირველებს” ეუბნება, რომ “მოსაყდრე შიოს პატრიარქის გადაყენების სურვილი აქვს”, თუმცა მისი თქმით, საპატრიარქოში არიან მღვდელმთავრები, რომლებიც მოსაყდრემ ვერ “მოარჯულა”.
მირცხულავა “კომპრომატებით” ომსაც არ გამორიცხავს.
პატრიარქის გადაყენების სურვილი რა თქმა უნდა შიოს აქვს და საბოლოოდ რომ ჩაიგდოს ეს ძალაუფლება, თუმცა საქართველოს საპატრიარქოში არიან რეალურად მღვდელმთავრები, რომელიც შიომ დღემდე ვერ მოარჯულა და მათზე სხვადასხვა კომპრომატების ფლობის მიუხედავად დიდი გავლენა ვერ მოიპოვა. ჭიდაობა მიდის, საბოლოო წუთამდე, როგორ გადაწყდება ვინ რაზე ისაუბრებს და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული აბსოლუტურად გაუგებარია”, – გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი.
2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის მოწვევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 12 საათზე გაიმართება.