6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

შვილებო, ყოველ დარეკვაზე მიეფერეთ შორს მყოფ დედებს, აგრძნობინეთ, რომ მათ სიცოცხლეს აზრი აქვს – ცისნამი საყვარლიშვილის ემოციური მიმართვა ემიგრანტების შვილებს

პოპულარული

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი საკუთარი ქართული და ამერიკული ცხოვრების შესახებ საზოგადოებას ხშირად უყვება.

რამდენიმე თვის წინ, ცისნამი საყვარლიშვილის წიგნის – „წითელთმიანი გოგონას დღიური“ პრეზენტაცია შედგა.

ცისნამი სოციალურ ქსელში წიგნიდან ემიგრანტების შესახებ  ემოციურ ნაწყვეტს აქვეყნებს.

„ვინც ვერ გაიგებს ემიგრანტი დედის შუბლზე გაჩენილი თითოეული ნაოჭის ფასს, ის ვერ გაიგებს, თუ რა არის ცხოვრებასთან ბრძოლა და ჭიდილი.
შვილებო, ყოველ დარეკვაზე მიეფერეთ შორს მყოფ დედებს, შორიდან გაუგზავნეთ კოცნა და აგრძნობინეთ, რომ მათ სიცოცხლეს აზრი აქვს. შვილებო, თქვენი დედები, ცხრა მთას იქით გადახვეწილები, ცარიელი ხელებით ეომებიან ცხოვრებას და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველაფერი კარგი, თქვენთვის უნდათ.
#წითელთმიანიგოგონასდღიური 📕 გვერდი 111
ვთვლი, რომ ყველა ემიგრანტმა ქალმა უნდა წაიკითხოს ჩემი წიგნი.
იქ მათზე მიწერია“. – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები