5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ – კობახიძე

პოპულარული

შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ თანდათანობით მწიფდება.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ხოლმე, რომ შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია. თანდათანობით მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი სათანადოდ იქნება ბოლომდე მიყვანილი. პრაქტიკულად, მწიფდება ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები