1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

ყოფილი ცოლის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული განსასჯელის სკამზე ზის – დაარღვევს თუ არა კაცი დუმილს?

პოპულარული

ამ წუთებში, თელავის რაიონულ სასამართლოში ყოფილი ცოლის დაჭრასა და ბავშვობის მეგობრის მკვლელობაში მხილებული კაცის პროცესი იმართება. განსასჯელის სკამზე იაკუბ ხეირხავაროვი ზის.

ახლა ყველაზე საინტერესოა, დაარღვევს თუ არა რამდენიმე დღიან დუმილს, მძიმე დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი.

ადვოკატი ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე გირაოს შუამდგომლობას დააყენებს

ბრალდებული ამ დრომდე იყენებს დუმილის უფლებას. რა თქმა უნდა, დაცვის მხარე არ დაეთანხმება პატიმრობას და სასამართლოს შესთავაზებს ალტერნატიულ აღკვეთის ღონისძიებას. გირაო იქნება დიდი ალბათობით”,- ამბობს ადვოკატი.

გარდაცვლილი კაცის დედა ამტკიცებს, რომ მკვლელს თანამზრახველებიც ჰყავდა, ამიტომ არ არის გამორიცხული ბრალდებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს.

ბრალდებული პოლიციამ დანაშაულიდან რამდენიმე საათში, ტყეში დააკავა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 16-იდან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები