ყოფილი პოლიციელების და ჯარისკაცების პენსია 1000-მდე გაიზრდება – პრემიერი

პრემიერის განცხადებით, ყოფილი პოლიციელების და ჯარისკაცების პენსიები გაიზრდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი მოცულობა 1000 ლარი იქნება. ამის შესახებ ქვეყნის მეთაურმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„დღემდე მაქსიმალური ზღვარი პენსიის იყო 560 ლარი და გაიზრდება 1000 ლარამდე. 20%-ით გაიზრდება თითოეულ ნამსახურებ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც გვინდა ყოველ წელს გაიზარდოს“, – აღნიშნა პრემიერმა.