7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ყველა შეშფოთებულია, წარმოუდგენელია ბერაია იკავებდეს თანამდებობას – დეკანოიძე

პოპულარული

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ის მზად არის დაეხმაროს ყველას, ვინც პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით საქმეს აღძრავს სასამართლოში.

მისი შეფასებით, ის რაც გააკეთა ირაკლი ბერაიამ, ასახავს საპარლამენტო უმრავლესობის სახეს.

„ნებისმიერ დროს მე მზად ვარ, რომ დავეხმარო მას და ყველა იმ ქალს, რომელიც წარადგენს სასამართლოში ამ საქმეს და აუცილებელია ასეთი პრეცედენტი შეიქმნას.

 

წარმოუდგენელია ბერაია იკავებდეს თანამდებობას. ყველა არის შეშფოთებული, რადგანაც მსგავსი დამოკიდებულება ეს არის სირცხვილი და რეალური სახე უმრავლესობის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები