1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

ყველა სახლში 5-6 მიცვალებული შეიძლება იყოს, მასშტაბების გაფიქრებაც მზარავს – შოთა შალელიშვილი

პოპულარული

„ისრაელის 11 სექტემბერს ვერ დავარქმევდი, აქ გაცილებით დიდი მასშტაბებია. მე ამას მეორე ჰოლოკოსტს დავარქმევდი,“ – ასე აფასებს ისრაელში მიმდინარე მოვლენებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი.

შალელაშვილი „რეაქციაში“ ამბობს, რომ მეორე ჰოლოკოსტია ის, რაც ისრაელში ხდება. შალელაშვილის თქმით, ტრაგედიის მასშტაბი გაცილებით დიდია. შალელაშვილი ისრაელის ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ დაუდევრობის შედეგია ის, რის წინაშეც ახლა ქვეყანა აღმოჩნდა.

ყველაზე კარგი ინფორმაცია ის არის, რომ ნეთანიაჰუმ სახალხო ეროვნული ერთიანობის საგანგებო ხელისუფლების ჩამოყალიბება დააანონსა, რაზეც მიდის მოლაპარაკება და ალბათ, ამ წუთებში გადაწყდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ქვეყანა, ხელისუფლება მორალურად მობილიზებულია, რომ საქვეითო ჯარი შეიყვანოს სექტორ ღაზაში და იქ სამხედრო ოპერაცია დაიწყოს.
ბოლო უსასტიკესმა დანაშაულმა, ტერორისტულმა აქტმა, გენოციდმა მთელ ისრაელის საზოგადოებას დაანახა, რომ მათთან მოლაპარაკება და საუბარი ურთიერთთანაცხოვრებაზე, არ შეიძლება.
ისრაელის 11 სექტემბერს ვერ დავარქმევდი, აქ გაცილებით დიდი მასშტაბებია. მე ამას მეორე ჰოლოკოსტს დავარქმევდი.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ სოფლებში, სადაც ვერ შევიდნენ, სახლები – 6 სოფელში იყვნენ შესულები და ყველა სახლში 5-6 მიცვალებული შეიძლება იყოს, მასშტაბების გაფიქრებაც მზარავს,“ – ამბობს შალელაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები