1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

ყველა მოსამართლე, ვინც შეასრულებს დავალებას, თავად იქნება კონსტიტუციის დამრღვევი – სამადაშვილი

პოპულარული

ყველა მოსამართლე, ვინც შეასრულებს დავალებას და კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, თავად იქნება კონსტიტუციის დამრღვევი,” – ამ განცხადებას “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აკეთებს.

სამადაშვილის შეფასებით, მთელი პასუხისმგებლობა ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზეა, რადგან თუ ისინი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ეს ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის.

მე არ ვიცი, რა სქემას ამუშავებს ხელისუფლება, შეიძლება მათ ურჩევიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე დასრულდეს ეს საკითხი თუ არ ყოფნით ხმები და ვერ შეაგროვეს ხმები იმპიჩმენტის წარმატებით დასასრულებლად.
ყველა მოსამართლე, ვინც შეასრულებს დავალებას და კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, თავად იქნება კონსტიტუციის დამრღვევი, იმიტომ, რომ პირდაპირ შეუშლის ხელს ამ ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს,“ – ამბობს სალომე სამადაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები