7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ღაზაში საშინელება ტრიალებს, იღუპება ხალხი, მათ შორის ქალები და ბავშვები, ან უბრალო ხალხი, რომელსაც შეიძლება ჰამასი სძულდეს – გია ნოდია

პოპულარული

ღაზაში საშინელება ტრიალებს. იღუპება ხალხი, მათ შორის ქალები და ბავშვები, ან უბრალოხალხი, რომელსაც შეიძლება ჰამასი სძულდეს. მათ რა დააშავესამის შესახებ ექსპერტი გიანოდია სოციალურ ქსელში წერს;

ღაზაში საშინელება ტრიალებს. იღუპება ხალხი, მათ შორის ქალები და ბავშვები, ან უბრალოხალხი, რომელსაც შეიძლება ჰამასი სძულდეს. მათ რა დააშავეს?

ტრაგედიაა და თანაგრძნობას იმსახურებს. ისრაელმა უბრალო პალესტინელები და ჰამასიერთმანეთისგან არ უნდა განასხვავოს?

ასეთივე საშინელება ტრიალებდა ნიურნბერგში და ჰამბურგში, კიოლნში და დრეზდენში, როცამათ მოკავშირეები ბომბავდნენ. ნაცისტური რეჟიმი და უბრალო გერმანელები ერთმანეთისგანარ უნდა განესხვავებინათ?

კი, თუ შეგიძლია, აუცილებლად უნდა განასხვავო. ცალკე აღებულ ტერორისტს ზუსტადდაუმიზნო და ქალს და ბავშვს არ მოახვედრო. თუ შეგიძლია.

არ ვამბობ, რომ ახლა ისრაელის ქმედებები ღაზას მიმართ გასაკრიტიკებელი არაა. ოღონდგამკრიტიკებელმა უნდა თქვას, როგორი იქნებოდა ისრაელისგან სწორი პასუხი ამ კონკრეტულშემთხვევაში. ვაღიარებ, რომ არ ვიცი. ვინც იცის, თქვას.

აქაც და სხვა შემთხვევებშიც, თუ კრიტიკოსს ალტერნატული ვარიანტი არა აქვს, მისი ვიშვიშიემოციების ფუჭი გამოხატვაა. ან შეფარული თანხმობაა აზრთან, რომ ისრაელი უნდა გაქრეს.

პასუხები: „აბა, ისრაელი რომ ოკუპანტია“, „ორი სახელმწიფოს შექმნაა პრობლემისგადაწყვეტა“, სხვადასხვა წლების რუკების ატვირთვა და .. ამ შემთხვევაში არაადექვატურია. ღაზა ოკუპირებული არ არის. 2005 წელს ისრაელი ღაზის სექტორიდან გავიდა და ებრაელთა 21 დასახლების დემონტაჟი მოახდინა. ზოგი ებრაელი (როგორც წესი, რელიგიური ორთოდოქსები) გასვლაზე უარს ამბობდნენ, ისინი ისრაელმა ძალით გაიყვანა.

თეორიულად, ეს ორი სახელმწიფოს პრინციპისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. ღაზაში ჩატარდაარჩევნები, ხალხმა აირჩია ჰამასი. ჰამასისთვის ორი სახელმწიფოს პრინციპი მიუღებელია, უნდა იყოს ერთი პალესტინური არაბული სახელმწიფო, ისრაელი კი გაქრეს.

ჰამასის იდეოლოგია ნაცისტურისგან არსებითად არ განსხვავდება, უბრალოდ, გასაქანი აქვსნაკლები. იმ ნაწილში, რაც ებრაელების სიძულვილს ეხება, იგივეა. როგორც რიგითგერმანელებს მოუწიათ ფასის გადახდა ჰიტლერის არჩევისთვის, ისე რიგითი ღაზელებიიხდიან ახლა საფასურს იმისთვის, რომ ჰამასი აირჩიეს.

სამართლიანია ეს? არ ვიცი. კითხვები ღმერთთან: მან ეს სამყარო ასე მოაწყო”-წერს გიანოდია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები