3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“ღაზას ალყაში ვაქცევთ”- ისრაელის გენშტაბის უფროსი

პოპულარული

ქალაქ ღაზას ალყაში ვაქცევთ – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი ჰერზი ჰალევი. როგორც ის ამბობს,  ისრაელის სამხედროები უკვე ღაზაში იმყოფებიან და რამდენიმე მიმართულებით ალყაში აქცევენ მას.

„ჩვენ წინ წავედით, ომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპზე. ძალები იმყოფებიან ჩრდილოეთ ღაზას შუაგულში, მოქმედებენ ღაზას ქალაქში, ალყაში აქცევენ მას და აღრმავებენ სახმელეთო შეტევას“, – თქვა ჰალევიმ.

მისივე თქმით, ისრაელის სამხედროებს უწევთ რთულ ურბანულ ზონებში ბრძოლა, რაც პროფესიონალიზმსა და გამბედაობას მოითხოვს.

„სახმელეთო ძალებს თან ახლავს ზუსტი დაზვერვა, ცეცხლი ჰაერიდან და ზღვიდან. ეს თანამშრომლობა ბევრად უფრო ეფექტურს ხდის ბრძოლას“, – ამბობს ჰალევი.

ჰალევის თქმით, სახმელეთო ოპერაციაში ამ დროისთვის 18 ჯარისკაცი დაიღუპა .ის ამბობს, რომ IDF ვალდებულია სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, რომლებიც ჰამასს და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს ჰყავთ ღაზას სექტორში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები