7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ქაცარავა: ადამიანი, რომელზეც საუბარი იყო, რომ დაჭრილია, ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, მითხრეს რომ გარდაიცვალა

პოპულარული

“ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და ახლა მითხრეს, რომ ის გარდაიცვალა” – განცხადება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ “დღის ამბებთან” გააკეთა და ქართველ ერს მოუწოდა, რომ დროა, საზოგადოება პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდეს.

დავით ქაცარავას თქმით, იგი სოფელ კირბალში შესვლას გეგმავს, მაგრამ ქართული მხარე ამის უფლებას არ აძლევს.

ახლა მითხრეს, რომ ეს ადამიანი, რომელზეც საუბარი იყო, რომ დაჭრილია, ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და ახლა მითხრეს, რომ ის გარდაიცვალა, ის არის მოკლული. რუსი ოკუპანტების მიერ არის მოკლული ეს ადამიანი, მეორე გატაცებულია და მე ვფიქრობ, რომ ქუჩებში უნდა გამოვიდეთ აუცილებლად ხალხნო, ეს უკვე ყველაფერს სცდება. მე ახლა პოლიცია არ მიშვებს კირბალისკენ, გამაჩერა და არ მიშვებს, რომ იქ ჩავიდე და ვნახო ადგილობრივები. ეს ადამიანი რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს და უნდა მორჩეს ყველანაირი ლოიალობა, პრაგმატული პოლიტიკა. ის ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ეს არის კატასტროფა, საშინელება და შევეცდები ცოტახანში ისევ ჩაგერთოთ – განაცხადა ქაცარავამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები