7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ, რომ მას ვადა უმთავრდება – ღარიბაშვილი

პოპულარული

როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ, რომ მას უმთავრდება ვადა და უნდა პოლიტიკაში დარჩენა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, „გლობალური კარიბჭის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მე აღარ მინდა მასზე ვილაპარაკო. როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, იმიტომ, რომ მას უმთავრდება ვადა პრეზიდენტობის და უნდა პოლიტიკაში დარჩენა. მე ასე ავხსნიდი, რომ ყველაფერი უკავშირდება მის ამ სურვილს, რომ ალბათ უნდა პოლიტიკაში დარჩენა, მისი აფილაცია, პირდაპირი კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს, მე ზედმეტი კომენტარის გაკეთება აღარ მსურს. ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო”. – განაცხადა პრემიერმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები