7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ფლანგვა: ვიქტორ სანიკიძის კომპანიას სახელმწიფო ქონება 50 წლით სრულიად უფასოდ გადაუფორმეს

პოპულარული

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, კალათბურთელი პარლამენტარის ვიქტორ სანიკიძის კომპანიას სახელმწიფო ქონება, 50 წლით, სრულიად უფასოდ გადაუფორმეს. კერძოდ, ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საუბარია 12,858 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწასა და მასზე განთავსებული 6,481 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობაზე.

ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ შენობა თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში მდებარეობს.

კომპანია შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია პარლამენტარმა 2020 წელს დააარსა, ხოლო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება დაარსებიდან 9 თვის შემდეგ გაუფორმდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები