1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

“ფეხბურთი ამიტომ არის საინტერესო” – კახა კალაძე კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე

პოპულარული

ქართული ფეხბურთის სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს დედაქალაქის მერი – კახა კალაძე ამბობს, რომ “ფეხბურთში ყველაფერი ხდება”.

“ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი” – ამბობს კალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრისას.

ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ფეხბურთი იმიტომაა საინტერესო, რომ ასეთი რაღაცები ხდება. კვარა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, თამაშობს 11 კაცი მინდორზე. მიუხედავად იმისა, რომ კვარა ვერ დაეხმარება ნაკრებს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ და გამარჯვება მოვიპოვოთ”- თქვა მან. 

ფეხბურთის ფედერაციამ 2 დღის წინ გაავრცელა ერთადერთი წერილობითი განცხადება, სადაც ფაქტი დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების გადამწყვეტი მატჩი ლუქსენბურგთან ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაივლის. ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს, თუმცა ირკვევა, რომ ის საბედისწერო თამაშის წინ არავის გაუფრთხილებია, რომ კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მისთვის გადამწყვეტი იქნებოდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები