3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

უსაფუძვლო და ქვეყნისთვის დამაზიანებელი – ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე

პოპულარული

პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ფაქტორი, მექანიზმი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს – ასე უპასუხა “ოცნების” წევრმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის განცხადებაზე დასმულ კითხვას.

გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ადამიანები საქართველოში სამართალს ვერ პოულობენ და არსებობს პრობლემა ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლო და ქვეყნისთვის დამაზიანებელი უწოდა.

„პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ფაქტორი, მექანიზმი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს, რათა იქნებ 15 დეკემბრის წინა პერიოდში მაინც შექმნას ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება და თუ ამ ნეგატიური დამოკიდებულების ფონზე მაინც დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჰქონდეს სასაუბრო, რომ პოზიტიური განწყობილება საზოგადოებამ ან მისმა ძალისხმევამ განაპირობა. ამას უკავშირდება მისი, ერთი მხრივ აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა, მეორე მხრივ კი დამაზიანებელი, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგოდაა მიმართული. თუ ეს განაცხადა სასამართლოს ეხება, კარგად იცის, რომ სტრასბურგში მიმართვები საგრძნობლად შემცირდა, იმდენად, რომ ეს შეიძლება განაპირობებს კიდეც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მოწინავე პოზიციებზე შეფასებას და რეიტინგებში დაწინაურებას“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები